17 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ძალიან მალე გაირკვევა, ვის უნდოდა შესრულება ამ შარლ მიშელის დოკუმენტის და ვის არა - იაგო ხვიჩია 

პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამნისტიის კანონპროექტის შესახებ საუბრობს.

როგორც იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, მხარეებს შეთანხმების სურვილი რომ ჰქონდეთ, საქმე გაცილებით მარტივად იქნებოდა.

"საქმე არის ძალიან მარტივად. მხარეებს რომ შეთანხმება უნდოდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. მაგალითად, "ქართულმა ოცნებამ" იცოდა, რომ ჩვენ პირველ მოსმენას დავუჭირეთ მხარი პრინციპების დონეზე ამ კანონპროექტს.

თუ ნიკა მელია ისევ აღმოჩნდა ციხეში, ისევ მოუწია ბატონ შარლ მიშელს საქართველოში ჩამოსვლა, ისევ თავიდან დაგვჭირდა მოლაპარაკების  პროცესი პოლიტპატიმრის გარეთ გამოსაყვანად, ესე იგი გამოვა, რომ ამ ამნისტიის პროექტმა, რომელსაც მიიღებს საქართველოს პარლამენტი, სათანადოდ ვერ იმუშავა. მე არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება და ამიტომ, გვინდოდა რომ ეს დაგვეზღვია, ჩვენი შეკითხვებიც ამისკენ იყო მიმართული ზოგადად. თუმცა, მე როგორც დამრჩა შთაბეჭდილება, "ქართულ ოცნებას" არ უნდა ამის დათმობა, რომელსაც მისთვის არანაირი პრინციპული შინაარსი არ გააჩნია.

უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" სპეციალურად მიდის იმაზე, რომ არსებობდეს კონფლიქტის წყარო, რომ მერე თავის ოპოზიციონერ კოლეგებს სულ ამაზე ელაპარაკოს. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ არის სტრატეგია. ძალიან მალე გაირკვევა, ვის უნდოდა შესრულება ამ შარლ მიშელის დოკუმენტის და ვის არა და ასე მოეფინა ჭეშმარიტება ამ საქმეს,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

დღის ამბები