17 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ამნისტიის შესახებ კანონპროექტის რედაქციაში ცვლილებები არ იგეგმება - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის რედაქციაში ცვლილებები არ იგეგმება.

როგორც სარჯველაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, პლენარულ სდომაზე კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციამ სამართლებრივი არგუმენტები ვერ წარადგინა.

"საკმაოდ მწვავე იყო დებატები და ფორმატი განხილვების, რომლითაც წარიმართა კანონპროექტის განხილვა, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ იქ საკმაოდ დიდი, უფსკრულივით დეფიციტი იყო რეალური სამართლებრივი არგუმენტებისა. ბევრი იყო პოლიტიკური მიდებ-მოდება მაგრამ რეალურად არ გვიხილავს ისეთი არგუმენტები, რომელიც რაციონალურ მარცვალს შეიცავდა ცვლილებებთან მიმართებაში. 

ოპოზიციის მხრიდან იყო შემოთავაზებული, რომ ამნისტიის კანონპროექტზე დაიყონ ჯალათებად და დაზარალებულებად, რომელიც მიმართულია საპირისპირო მხარეს იმ პათოსისა, რაც აქვს  დოკუმენტს სახელწოდებით შარლ მიშელის დოკუმენტი.

ჩვენს მიერ რეგულირება არის შემოტანილი, რომელიც ითხოვს არა თანხმობას პირისაგან, რომელზეც შეიძლება გავრცელდეს ამნისტია, არამედ საუბარია, თუ აქტიური წინააღმდეგობა არ იქნება პირისგან, მასზე გავრცელდეს ამნისტია. 

წინააღმდეგობა საჯარო განცხადება არ იქნება, ამ შემთვევაში საჭიროა მიმართვა საგამოძიებო ორგანოსადმი, რომელიც იქნება დაფიქსირებული და ასახული შესაბამისი საპროცესო მოქმედებებით,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები