17 ნოემბერი 2024,   00:59
ვრცლად
შემოვედი, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც აქ ხართ სათითაოდ გაგიყვანოთ პარლამენტიდან - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მე-10 მოწვევის პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით პირველად გამოვიდა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ის საკანონმდებლო ორგანოში მცირე ხნით შევიდა და მას კონკრეტული ამოცანა აქვს.

"ალბათ გაინტერესებთ, თუ რატომ ვარ დღეს მე აქ. ერთადერთი, რის გამოც აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით, ნაკლებად დაგაფრთხოთ. თუმცა ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად.

შემოვედი, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც აქ ხართ, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის, და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად. ბევრი თქვენგანი, ვინც ჩემს ხელმარცხნივ სხედხართ, გულის სიღრმეში მეთანხმებით," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები