"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას, რომელმაც მისი სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნასთან ბოთლით წყალი და ჭიქა მიუტანა, ტრაგიკული მოვლენა უწოდა.
"ირაკლი ზარქუა არის ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში, ჩემი აზრით. რადგან ეს ადამიანი წარმოადგენს სახეს ჩვენი ხელისუფლების, არანაირი შანსიც კი განვითარების არ იქნება. ძვირფასო მეგობრებო, ეს ადამიანი ახლა ცდილობს და მას ჰგონია, თქვენზე იმდენად გაბრაზებული ვარ ციხეში ნამყოფი კაცი თქვენი მეცადინეობით, ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება მე გამეკეთებინა შარშან, თანაც დიდი სიამოვნებით და ამას დაიმსახურებდით, მაგრამ ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული თუ რა ბრძოლაში ვარ მეგობრებთან ერთად," - მიმართა ნიკა მელიამ ირაკლი ზარქუას.