ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გადატრიალება უნდოდა.
მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას ისიც შეახსენა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად კონსულტაციისთვის ის მიხეილ სააკაშვილთან ჩავიდა.
"მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებს გეძახიან, ბატონო ნიკა, თქვენგან ყველაფრის მოსმენა ძალიან მძიმე და რთულია, იქნებ გაგვიგოთ ესეც, რადგან სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ პარლამენტში შემობრძანებულიყავით თუ არა, ასე იყავით მთელი თქვენი ცხოვრება. დღეს ნიკა მელია მორალს რომ გვიკითხავდა ის ადამიანი, სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა ყველაზე რთულ მომენტში, როდესაც ადამიანები საავადმყოფოებში იღუპებოდნენ.
ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ნიკა მელიას გადატრიალება უნდოდა? რაც არ უნდა ცინიკურად მოგეჩვენოთ, მადლობა შეიძლება გითხრათ ადამიანმა იმისთვის, რომ თავის დროზე, 1012 წლამდე ხომ ასწავლეთ ქართველ ხალხს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, 2012 წლის შემდეგ კი ასწავლეთ ხალხს, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. კიდევ ბედავთ და რუსულ თემებს ეხებით, თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ომიდან 2 თვის თავზე მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, ამას ათასჯერ გაგიმეორებთ," - ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში შესულ "ნაციონალურ მოძრაობას".