17 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
77 მომხრე, 23 წინააღმდეგი - პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

77 მომხრე, 23 წინააღმდეგი - პარლამენტმა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული  "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.

"ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მმართველი გუნდის თქმით, მათ მიერ მომზადებული ცვლილებები პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას ბრალდებული და მსჯავრდებული ყველა პირი გათავისუფლდეს. ამასთან, არის დათქმა, რომლის თანახმადაც, ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი ისეთი კონვენციური დანაშაულები, როგორიცაა წამება და არაადამიანური მოპყრობა.

 

დღის ამბები