04 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
"მე ამ პოლიტიკურ ჯგუფს შევარქვი იასამნისფრად გადაღებილი "ოცნება", რომელთა მალიარი ბიძინა ივანიშვილია - ლევან სამუშია გახარიას გუნდზე

"ლელო საქართველოსთვის" წევრი ლევან სამუშია პარტია "საქართველოსთვის" წევრებს იასამნისფრად გადაღებილ "ქართული ოცნებას" უწოდებს.

სამუშიას შეფასებით, გახარიას გუნდი "ქართული ოცნების" რიტოტიკას იმეორებს.

"მე ამ პოლიტიკურ ჯგუფს შევარქვი იასამნისფრად გადაღები "ქართული ოცნება", რომელთა მალიარი არის ბიძინა ივანიშვილი. ისინი არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომლებიც "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებენ და ეძებენ ჩრდილს ბიძინა ივანიშვილის ხის ქვეშ," - განაცხადა ლევან სამუშიამ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები