პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძეს შეუძლებელია არ ესმოდეს რას ნიშნავს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.
"ინვესტორ ადამიანს, რომელმაც თავისი იმპერია ასობით ათასი სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე ააწყო, ვგულისხმობ პერიოდს, როდესაც მამუკა ხაზარაძე ბანკის ხელმძღვანელი იყო, შეუძლებელია არ ესმოდეს რას ნიშნავს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. ამ მგონია იმდენი ლოიალურობა გამოეჩინა ათასობით მსესხებლის მიმართ, რომელსაც სახელმწიფოსგან ითხოვდა. თუმცა ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ხაზარაძემ ლოიალურობა გამოიჩინა და დღეს მას სახელმწიფო ედავება უკანონო შემოსავლების სავარაუდო ლეგალიზაციას,"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.