რატომ დაიბლოკა "ანაკლიის" პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი გიორგი გახარიას პრემიერობის დროს - პარტია "საქართველოსთვის" წევრის კახა ქემოკლიძის განმარტებით, ხაზარაძეს პუტინთან დაკავშირებული კომპანია "მერიდიანის" შემოყვანას ცდილობდა, რომელსაც მისივე თქმით, ბრიტანულ კომპანიად ასაღებდა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრმა კახა ქემოკლიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, პარტია "ლელოს" წევრებთან პოლემიკისას, მამუკა ხაზარაძის სიტყვების ციტირება მოახდინა, რომელიც კომპანია "მერიდიანს" ეხება.
"ვციტირებ: კომპანია, რომლის წევრებიც საქართველოში ჩამოვიდნენ და გუშინ წინ ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს შეხვდნენ - აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო, რაც მე გადმომცეს, სადაც ცქიტიშვილმა დააფიქსირა, რომ ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება. ინგლისური კომპანიაა, უზარმაზარი ფინანსებით, ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის "მერიდიანი" დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც საინვესტიციო ფონდია - ეს მამუკა ხაზარაძის სიტყვებია- აღნიშნა კახა ქემოკლიძემ და აქვე, განმარტა, რომ სინამდვილეში კომპანია" მერიდიანი", რომელსაც მამუკა ხაზარაძე ბრიტანულ კომპანიად მოიხსენიებს, რუსეთთან და პირდაპი პუტინთან არის დაკავშირებული:
"ეს "მერიდიანი", რომელიც ბატონი ხაზარაძის თქმით ბრიტანული კომპანიაა, სინამდვილეში - დაარსდა 2002 წელს ერმუდის კუნძულებზე, ცენტრალური ოფისი აქვს ჰონგ-კონგში, ფილიალები აქვს მოსკოვში და ამსტერდამში. ამ კომპანიის დამაარსებლები კი არიან - ასკარ ალშიმბაევი და ევგენი ფელდი. ეს ადამიანები კი აფილირებულები არიან რომან ტროცენკოსთან, რომელიც ეგორ სოჩინის მარჯვენა ხელია და თავად სოჩინი კი ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი. აი ეს არის ტყუილსა და სიმართლეს შორის განსხვავება,"- აღნიშნა კახა ქემოკლიძემ.