"ლელო საქართველოსთვის" წევრის ფიქრია ჩიხლაძის თქმით, გიორგი გახარიას ახალი პარტია "ქართული ოცნების" პროექტია და რეალურად მოძრაობა "საქართველოსთვის" მას უკავშირდება.
"როცა თქვენ გელეპარაკებით, ვეჩხუბებით "ქართულ ოცნებას", იმიტომ, რომ თქვენ ხართ და თქვენს თავს ასე წარმოაჩენთ როგორც "ქართული ოცნების" განუყოფელი ნაწილი. მე არ მინახავს არცერთი თქვენი კრიტიკული განცხადება. ახლა მხოლოდ იმით თუ გინდათ, რომ თქვენი ოპოზიციონერობა გაიზომოს იმით, რომ გიორგი გახარია გალანძღავს ირაკლი კობახიძეს, ეს არ არის ოპოზიციონერობა.
ჩვენ რომ თქვენ გეჩხუბებით, იცოდეთ, რომ თქვენს უკან ბიძინას აჩრდილს ვეჩხუბებით," - განაცხადა ფიქრია ჩიხლაძემ "ღამის კურიერში" გიორგი გახარიას გუნდისა და პარტია "საქართველოსთვის" წევრებთან, კახა ქემოკლიძესა და ბექა ლილუაშვილთან დებატებისას.