აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი LGBTQ+ პირებისთვის სოციალურ ქსელში მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. როგორც ბაიდენი წერს, სენატმა თანასწორობის შესახებ კანონი უნდა მიიღოს.
"LGBTQ+ პირების უფლებები არის ადამიანის უფლებები. ამ თვის აღსანიშნავად, ჩვენ არ დავისვენებთ ვიდრე, ამერიკელი LGBTQ+ პირებისთვის სრული თანასწორობა საბოლოოდ არ მიიღწევა და არ შევა კანონში. სენატმა უნდა მიიღოს კანონი თანასწორობის შესახებ," - წერს ჯო ბაიდენი.