17 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"ლელოსა" და გახარიას პარტიის წევრები, მომავალში ერთმანეთთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ

ხედავენ, თუ არა "ლელოსა" და გახარიას პარტიის წევრები თანამშრომლობის რესურსს - ამაზე მხარეებმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრეს. 

პარტია "საქართველოსთვის წევრმა" ბექა ლილუაშვილმა ის კონკრეტული საკითხები ჩამოთვალა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც არამარტო "ლელოსთან", არამედ სხვა ძალებთანაც ითანამშრომლებენ: 

"უნდა ავაშენოთ ანაკლია, სხვა პორტებიც, ბათუმში სად გადავიტანოთ აეროპორტი და ტერმინალი, თბილისში, როგორ მივაბავთ რუსთავი მეტროს ხაზით, როგორ განვავითაროთ სამგორის ხაზი, რომ ახალი ეკონომიკური ფუნქციები შევქმნათ, ქუთაისში განვავითაროთ ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, ფოთში როგორ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა - ყველაფერი, რაც ამ საკითხებში წინ წაგვწევს, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან შეგვიძლია თანამშრომლობა, მათ შორის "ლელოსთან","- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

ამასთან, თანამშრომლობა პარტია "ლელოს" წევრმა" ფიქრია ჩიხრაძემაც არ გამორიცხა, თუმცა თქვა, რომ ამ ეტაპზე რესურსს ვერ ხედავს. 

"მე არამარტო ოპოზიცურ პარტიებს შორის თანამშრომლობის მომხრე ვარ, არამედ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის მომხრეც ვარ. მაგრამ საქართველოში ეს არასოდეს მოხერხდა და იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები ყოველთვის თვლიდნენ, რომ ოპოზიცია გაენადგურებინათ. მომავალში შესაძლოა მოხდეს თანამშრომლობა, თუმცა ამ წუთას მე ამის რესურსს ვერ ვხედავ,"- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძე. 

 

დღის ამბები