თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით და მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ პროცესს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის პოლიტიკურად მოტივირებულია.
ნიკა მელია სხდომას არც ამჯერად დაესწრება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.