ქართული ღვინის წარდგენა მონტე-კარლოში - პრეზენტაციას მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. ექსპოზიციაზე წარმომადგენელი იყო 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო.
სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ღვინის საერთშორისო ექსპერტებსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მეღვინეებსაც - საუბრის დროს აქცენტი ქართული ღვინის უნიკალურობასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდებზე გაკეთდა.