20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელი რჩება ოპოზიციური პარტიების პოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის მიუღებელია "ქართული ოცნების" დოკუმენტი და აცხადებენ რომ მას არც მესამე მოსმენაზე დაუჭერენ მხარს.
ოპოზიციის ნაწილი მზად არის კანონპროექტს მიემხრონ, თუ ორივე პროექტის შეჯერება მოხდება. არც ერთი ვარიანტი მისაღები არ არის "ნაციონალური მოძრაობისთვის."