17 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას კომიტეტები 2 კვირაში დაიწყებენ

საპარლამენტო კომიტეტები ამნისტიის კანონპროექტის შესახებ მესამე მოსმენით განხილვებს დაახლოებით 2 კვირაში დაიწყებენ.

საკანონმდებლო დოკუმენტის მეორე მოსმენით კენჭისყრა სესიაზე გუშინ, დღის ბოლოს შედგა. უმრავლესობის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა 77 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. წინააღმდეგი 23 იყო.

კანონპროექტის თანახმად, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

"ჩვენი კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით მივიღეთ სრულად ასახავს მიშელის დოკუმენტში ჩაწერილ სიტყვებს, რომ უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევის, ამიტომ ყველა დარღვევა 20-21 ივნისთან დაკავშირებით, გარდა ისეთი შესაძლო დარღვევებისა, თუ დადასტურდება, რომ ვინმემ ვინმეს განზრახ, მიზანმიმართულად დაუზიანა ჯანმრთელობა მძიმედ.

კომიტეტი ჩატარდება მომდევნო კვირაში ან მომდევნო პლენარული კვირის ორშაბათ დღეს, სადაც მესამე მოსმენით განვიხილავთ და მომდევნო პლენარულ სხდომაზე უკვე მესამე მოსმენით მივიღებთ," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები