რამდენად დაცულია დასაქმებულთა უფლებები კოვიდურ და პოსტკოვიდურ პერიოდში? თემაზე შეხვედრა დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე იგეგმება. კანონმდებლები ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
კოალიციაში 50-მდე საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციები, სავაჭრო პალატები, ასევე სტრატეგიული კვლევის ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გაწევრიანებული.
"კითხვები ექნებათ შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რადგან ამ კანონმდებლობის შედეგად კოვიდპანდემიამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია კერძო ბიზნესზე, აქედან გამომდინარე არის რიგი საკითხები და გამოწვევები, რომელიც ამ შრომის კანონმდებლობის შედეგად დაუდგა კერძო სექტორს, ბიზნესს და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი კომიტეტის ფარგლებში ყოველთვის ღია და მზად ვართ, რომ მსგავსი ტიპის საკითხებთან მიმართებით სხვადასხვა ასოციაციის ფარგლებში იქნება ეს თუ სხვადასხვა ფორმატებში, შევხვდეთ კერძო სექტორს, მოვუსმინოთ და მაქსიმალურად ის, რაზეც შეიძლება რომ გავხსნათ საკითხი და ვიმსჯელოთ მზად ვართ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ," - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი