17 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს - ენმ-ს თავმჯდომარე სხდომას არ ესწრება

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით და მოწმეების გამოკითხვით გრძელდება დღეს ნიკა მელიას სასამართლო სხდომა.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ პროცესს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის პოლიტიკურად მოტივირებულია. მელია სხდომას არც ამჯერად დაესწრება. 

"სამწუხაროდ პროკურატურა ცოცხალი თავით არ ამხელს მოწმეების ვინაობას, არღვევს შეთანხმებას დაცვის მხარესთან და თუნდაც რამოდენიმე საათით ადრე არ გვეუბნება, რომელი მტკიცებულებების გამოკვლევას ვაპირებთ დღევანდელ პროცესზე. ეს არის ძალიან სამწუხარო, როგორც ჩანს მათ აქვთ მსგავსი მითითება, ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ სასამართლო პროცესზე,"- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი. 

დღის ამბები