17 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
თუ პარლამენტში არ დადიხარ, მუშაობა გეზარება, მაშინ ხელფასსა და პარტიულ დაფინანსებაზეც თქვი უარი - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" თავმჯდომარე და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონპროექტის მიღებას ეთანხმება.

"მართალია ეს წესი გავრცელდება მომდევნო პარლამენტზე, რომ ახლა პოლიტიკურ ანგარიშწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ ახლა მე ახლა გავრცელების მომხრეც ვიქნებოდი და ვარ. ეს რას ნიშნავს? - აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ, მუშაობა გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ იმ ფულზე თქვი უარი, ხელფასზეც და პარტიულ დაფინანსებაზეც. ეს იქნება სწორი," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და მთელ რიგ პრივილეგიებს დაკარგავს.

დღის ამბები