17 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებლის" ინფორმაციით, ერთ-ერთი პედაგოგი პოლიტიკური ნიშნით სკოლიდან გაათავისუფლეს და სუიციდით იმუქრება

სუიციდის მუქარა მასწავლებლის მხრიდან - "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა ნანა ტოხვაძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

ნანა ტოხვაძის თქმით, პარტიის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა წერილი მისწერა, სადაც ხაზგასმითაა საუბარი იმაზე, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სკოლიდან და დღემდე იდევნება.

ტოხვაძე საგამოძიებო უწყების მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვს.

დღის ამბები