"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი პარლამენტში ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ყოფნის ინიციატივით გამოდის.
"როგორც ჩანს, ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელი, იმიტომ, რომ აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში," - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა პლენარულ სხდომაზე.