თამარ კორძაიამ სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი გაიტანა. კორძიას განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ მან სადეპუტატო ვალდებულება აიღო, რის გამოც საკონსტიტუციო სარჩელი არაგონივრული გახდა.
"ავიღე პსუხისმგებლობა პარლამენტში საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა არსით ვთვლი, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და დასასაბუთებელი მაგრამ თანამშრომლობის წესები მოითხოვდა, ხელი მომეწერა შეთანხმებას და შემოვსულიყავი პარლამენტში. პარლამენტში შემოსვლის შემდეგ, სარჩელი აზრს კარგავდა, არ იყო გონივრული და გამოვიტანე,"- განაცხადა კორძაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. მოსარჩელეები პარალამენტის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის საფუძველზეც მათ დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.