02 სექტემბერი 2026,   00:32
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას მორიგი პროცესი გაიმართა - სხდომაზე 3 პოლიციელი დაკითხეს

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს ოთხ საათს გაგრძელდა. სასამართლოში 3 პოლიციელი გამოიკითხა, რომლებიც ბრალდების ვერსიას ამყარებენ, თუმცა მელიას ადვოკატის თქმით, დღევანდელი განცხადებები პოლიციელების პირველ ჩვენებას არ ემთხვევა. 

"ნიკა მელიას თეთრი პერანგით და ვარცხნილობით დაამახსოვრდა ყველა პოლიციელს მისი აქტიური როლი და ვერცერთმა მათგანმა ვერაფრით ვერ ახსნა, რატომ არ ახსოვს სხვა პოლიტიკოსები აქციაზე. თავგამოდებით ადასტურებდა პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკი, რომ არცერთი სხვა პარლამენტარი, ან საჯარო პირი ან პოლიტიკოსი აქციიდან არ ახსოვს და არ დაუნახავს, მაშინ როდესაც ერთი დიდი აბზაცი ეწერა ჩვენებაში, რომ ჩამოთვლილი გვარით და სახელებით პოლიტიკოსები და აქტიურობა, მათ შორის ყველაზე მეტი ნიკა მელია,"- აღნიშნა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა

პროკურატურა ადვოკატის ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. 

"თითქოსდა მოწმეებმა შეცვალეს ჩვენება, კერძოდ გამოძიებაში მათ დააფიქსირეს სხვა პოლიტიკოსები ნიკა მელიასთან ერთად და დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს მხოლოდ ნიკა მელიაზე, ადვოკატის ეს პოზიცია ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას და დღევანდელ სხდომაზე მსგავსი რამ არ თქმულა. საუბარი იყო კონკრეტულ მომენტზე, როდესაც მოწმეებს ფიზიკური კონტაქტი ჰქონდათ ნიკა მელიასთან, როდესაც ის მათზე ძალადობრივად ცდილობდა კორდონის გარღვევას, რა თქმა უნდა ამ მომენტში პოლიციელების თვალთახედვის არეში იყო ნიკა მელია,"- აცხადებს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.

დღის ამბები