17 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
NATO-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ

NATO-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. ინფორმაციას დღის წესრიგთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს. საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად, ერთიან კონტექსტში განიხილება. ეს საკითხი მოხვდა ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში, რომელიც ალიანსის მხრიდან საერთო ფასეულობების მქონე ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას ეხება.

"საქართველოს თემატიკა განხილული იქნება ყველა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იმ პრობლემებით, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან დარწმუნებული ვარ რომ დეკლარაციაში იქნება შესაბამისი შეფასება და ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმის  პრინციპები და ის აღებული ვალდებულებები, რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები