დღეს გამოქვეყნებული დღის წესრიგით გაირკვა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველო უკრაინასთან ერთად ერთ-ერთ საკითხადაა შეტანილი.
გამოქვეყნებული დოკუმენტის მეხუთე თავში საუბარია, რომ მნიშვნელოვანია ალიანსის მხრიდან საერთო ფასეულობების მქონე ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება. დღის წესრიგში წერია, რომ "NATO-მ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებაში მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში".
"NATO-ს სამიტზე საქართველოს შესახებ მსჯელობა, რომელსაც მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოები ესწრებიან, კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყანა ნატოს წევრობისკენ წინ მიიწევს" - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს მოხვედრას. დავით ზალკალიანის თქმით, ეს ქართველი დიპლომატების შრომის შედეგია. მისივე ინფორმაციით, სამიტზე მსჯელობა სავარაუდოდ საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობასაც შეეხება.
საქართველოს საკითხის ბრიუსელის სამიტზე განსახილველ ნუსხაში შეტანას დადებითად აფასებენ თბილისში, როგორც მმართველ გუნდში ისე ოპოზიციაშიც. მხარეები თანხმდებიან, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სხდომაზე საქართველოს შესახებ მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
სამიტის მოახლოებასთან ერთად საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა შეერთებულ შტატებშიც,
NATO-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიხსნება, სადაც საქართველოს და უკრაინის გარდა ალიანსი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზეც იმსჯელებს.