17 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მივა. ლარის კურსი, ბიუჯეტის შესრულება და ეკონომიკური მაჩვენებლები - იქნება მთავარი თემები რაზეც ლაშა ხუციშვილს მოუწევს საუბარი.

მას საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში ელოდებიან, დეპუტატები იმედოვნებენ, რომ პასუხები ამომწურავი იქნება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მინისტრთან უამრავი კითხვა აქვს: ლარის კურსთან, ბიუჯეტთან და საგადასახადო შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ოპოზიციისგან ბევრ კითხვას ელოდება თუმცა ფიქრობს რომ მინისტრი მათ ამომწურავ პასუხებს გასცემს. 

"დღეს ოპოზიციას უამრავი კითხვა ექნება და უნდა ვაცადოთ მათ ამ კითხვების დასმა. დარწმუნებული ვარ ფინანსთა სამინისტროს სრული და ამომწურავი პასუხი ექნება,"-აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები