17 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
ამნისტიის შესახებ ოპოზიციის პროექტს, რომელიც დღეს კენჭისყრაზე გავა არცერთი პოლიტიკური მხარის მხარდაჭერა არ ექნება

ამნისტიის შესახებ ოპოზიციის პროექტი ორკვირიანი პაუზის შემდეგ კენჭისყრაზე გავა. განწყობები წინასწარ ცნობილია - დოკუმენტს არა მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერა არ ექნება, არამედ ოპოზიციის ნაწილისაც.

ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც აღნიშნული კანონპროექტი უნდა წარადგინოს, ამბობს, რომ მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა კანონპროექტის მისაღებად სამწუხაროდ, ვერ იქნება.

პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი კი ამბობს, რომ ნიკა მელია ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან, ამნისტია თავად მას არ სჭირდება. 

"ლელოს" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ამნისტიის კანონპროექტი, ზუსტად ასახავს იმ შეთანხმებას, რომელზეც მათ ხელი მოაწერეს. 

ხანგრძლივი განხილვების მიუხედავად პოზიციების შეჯერება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერც, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ ამნისტიის კანონპროექტზე მოხდა, რომელსაც გუშინ, მეორე მოსმენით კენჭი უკვე უყარეს. თუმცა მასში ოპოზიციის მოთხოვნები არ იყო გათვალისწინებული.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუკი ოპოზიცია მესამე მოსმენის დროსაც ანალოგიურ პოზიციაზე დარჩება, ეს იმას მიანიშნებს, რომ ოპოზიცია შარლ მიშელის შეთანხმებას არღვევს. 

დღის ამბები