საქართველოში ისევ დაბრუნდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
ფილიპ რიკერი პატრიარქს შეხვდა. დღესვე ის ჯვრის მონასტერშიც იმყოფებოდა. ტაძრის საფასადე წყობის ქვების კონსერვაციას და რესტავრაციას შტატების საელჩო აფინანსებს.
კულტურული მემკვიდრეობის ფონდიდან, ბოლო ორ წელში 600 ათას დოლარზე მეტი გამოიყო. მე აქვე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან 7დ ივნისს გამართა.
რეგიონული ვიზიტი მან აზერბაიჯანსა და სომხეთში განაგრძო, რის შემდეგაც კვლავ საქართველოში დაბრუნდა.
"აშშ-სთვის მნიშვნელოვანია რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობა, სადაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან თანამშრომლობის დიდი ტრადიცია გვაქვს. ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას, ეკონომიკას, რეგიონის ხალხის სურვილს, რომ ჰქონდეთ მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო წარმატებული მომავალი და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისა და გენერალური მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით დავბრუნდი რეგიონში და მაქვს შესაძლებლობა, განვიხილო ჩვენი როლი და პარტნიორობა. ის, რაშიც ჩვენ ვეხმარებით, არის უფრო სტაბილური მომავალი, კონფლიქტების გადაჭრა და მეტი წარმატების შესაძლებლობების გამონახვა,"- აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი.