20 აპრილი 2024,   20:17
ვრცლად
"ვიტომ" დარეკა, ჩემმა ქმარმა მე დამალაპარაკა, უთხარი სახლში არ ვარო... - რას ყვება ე.წ. კანონიერი ქურდების საქმეზე დაკავებულის მეუღლე 

ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმეზე ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატები კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ.

საქმე მოიცავს 8 ტომს და არის მოცულობითი. შესაბამისად, ადვოკატებმა მისი გაცნობა ვერ მოასწრეს. რევაზ დათუნაშვილის ადვოკაატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს კანონსაწინააღმდეგო ბრალი არ მიუძღვის. მისი მტკიცებით, დაკავებულს, რომელიც "კანონიერი ქურდის" ნათესავია, მის მეგობარს გაჰყვა შეხვედრაზე და არ იცოდა, თუ ვისთან შესახვედრად მიდიოდა. 

"კურიერი" ასევე ესაუბრა ვიტალი მირზოიანს, რომელიც კიდევ ერთი ბრალდებულის, ჯემალ ქშოევის ადვოკატია. უფლებადამცველს ანალოგიური პოზიცია აქვს და ამბობს, რომ მისი დავცის ქვეშ მყოფს ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვს. ადვოკატი ირწმუნება, რომ მტკიცებულებების, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ავთენტურობა საეჭვოა.

"კურიერი" ასვე ესაუბრა კახეთში დაკავებული იმედა ჭუმბურიძის მეუღლეს. თამილა ჩალათაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე იყო მეწილე, თუმცა თანხასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია და თბილისში მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ მეგობრებმა სთხოვეს.

დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს, დღის განმავლობაში სასამართლო სხდომა უნდა დაინიშნოს. ზუსტი დრო ჯერ უცნობია. 

დღის ამბები