17 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
კალკულატორი მოვიტანე, მინდა ფინანსთა მინისტრს დავუანგარიშო ყველაზე დიდი კორუფციული სქემა, რომელიც პირადად მისი შექმნილია - გიორგი ვაშაძე

პოსტპანდემიური გამოწვევები, ლარის კურსი და ბიუჯეტის შესრულება - ეს მცირეა ჩამონათვალი იმ თემების, რომლებზეც დეპუტატები ფინანსთა მინისტრს კითხვებს დაუსვამენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან.

მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი იქნება პირველი, რომლის მოსმენასაც ოპოზიცია სრული შემადგენლობით დაესწრება.

რა აინტერესებთ პოლიტიკურ მხარეებს და რას შეეხება ძირითადად კითხვები, რომლებსაც ისინი ფინანსთა მინისტრს დაუსვამენ - ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მომზადებული მივიდა:

"მოვიტანე კალკულატორი და ბანერი, სადაც კონკრეტული რიცხვი წერია - მინდა დავუანგარიშო ფინანსთა მინისტრს საქართველოში არსებული ყველაზე დიდი კორუფციული სქემა, რომელიც პირადად მის მიერ არის შექმნილი," -აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კი ის სავარაუდო და მოსალოდნელი კითხვები დაასახელა, რომელსაც დღეს ფინანსთა მინისტრს პარლამენტში, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაუსვამენ. 

"ჩვენ მაღალი დეფიციტით ვმუშაობთ, ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 7.6%-ია და აუცილებელია მისი შემცირება. 

მთავარია, რომ რესურსების მობილიზება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, სწორად იქნეს გამოყენებული. კითხვები იქნება ასევე, მაღალ სამთავრობო ვალებზე, ფასების ზრდაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, ინფლაციაზე და ლარის კურსზე,"- აღნიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ

დღის ამბები