17 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო, "ჰუ იზ ჰუ" - ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს

სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს მმართველ პარტიაში. ირაკლი ზარქუას თქმით, მან პარლამენტში შემოსვლისას გაიგო, ვინ რას წარმოადგენდა სინამდვილეში და მათ შორისაა მამუკა ხაზარაძეც. მისი განცხადებით, თავად მამუკა ხაზარაძე იყო ის ადამიანი, რომელიც საკუთარი ინტერესებისთვის რეკრეაციული ზონების თუ სხვა სახის დარღვევებს ითხოვდა და ხელს უწყობდა.

"ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო, "ჰუ იზ ჰუ". თბილისი როდის გიყვარდათ, ბატონო მამუკა? როდესაც დედაქალაქს თხოვდით, რომ სატყეო ზონიდან 5 ათასი სამშენებლო ზონად გაგეკეთებინათ? მაშინ გიყვარდათ ალბათ თბილისი, თუ მაშინ გიყვარდათ, როდესაც თქვენი სათავო ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით რომ აავსეთ ხევები?  ორმაგი სტანდარტი მიუღებელია ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც, არ გაგიტარებთ ამას," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები