საქპატენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამის ბრძანებას პრემიერმინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. მინდია დავითაძე მის გათავისუფლებას პოლიტკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის გასული წლის თებერვალში გიორგი გახარიამ თანამდებობაზე 4 წლის ვადით დანიშნა.
ფაქტს ეხმაურება საქპატენტის თანამშრომელი ირაკლი კასრაძე, რომელიც თავად მინდია დავითაძეს შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და მის გათავისუფლებას სამართლიან გადაწყვეტილებას უწოდებს.
რამდენიმე წუთის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა მინდია დავითაძის მოადგილემ, დავით ნაღებაშვილმა. მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ნაღებაშვილის მეუღლე ლონდა თოლორაია გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გახლდათ, ამჟამად კი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ხელმძღვანელობს.