17 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
საქართველო და უკრაინა NATO-მ თავის რიგებში უნდა მიიღოს - კონდოლიზა რაისი

საქართველო და უკრაინა NATO-მ თავის რიგებში უნდა მიიღოს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კიევის ფორუმზე განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რაისმა თქვა, რომ მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. ასევე, NATO-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმას.

2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის დროს, კონდოლიზა რაისი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა. უკრაინა-საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა, ჯეიმს აპატურაიმაც. საკუთარ გამოსვლაში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი ორივე ქვეყნისთვის კვლავ ღია რჩება.

დღის ამბები