17 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
"ველოდებით, რომ რიონის ხეობის მცველები იქნებიან ჩართულნი" - ხვალიდან "ნამახვანჰესზე" მედიაცია იწყება

ხვალიდან "ნამახვანჰესზე" მედიაცია იწყება. პროცესში ჩართული იქნებიან როგორც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და "რიონის ხეობის მცველები".

დღეს ნათია თურნავამ პროექტის მნივნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, თქვა, რომ "ნამახვანჰესი" მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს.

"პირველ რიგში, არის პლატფორმა შექმნილი ექსპერტებისთვის, რომ ყველა ეკოლოგიური საკითხი იყოს მეტად შესწავლილი. 15-მდე სხვადასხვა ექსპერტმა და კველვითმა ორგანიზაციებმა მოითხოვეს ეს საბუთები, მუშაობენ, ველოდებით მათ მოსაზრებებს. მეორე მიმართულება არის საერთაშორისო მედიაცია, მე რამდენადაც ვიცი, ხვალიდან იწყება მოლაპარაკების მაგიდასთან, მედიაციის მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი. ველოდებით, რომ რიონის ხეობის მცველები იქნებიან ჩართულნი და ეს არის სრულიად ნორმალური პროცესი, იმიტომ, რომ პროექტის გაუმჯობესების მიღწევა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა გაცილებით უპრიანია ხდებოდეს ასე მოლაპარაკების მაგიდასთან" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დღის ამბები