ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძემ "დღის კურიერის" ეთერში იმ საკითხზე ისაუბრა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრთან ოპოზიციას კითხვები ჰქონდა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, მას მინისტრისგან აინტერესებს, როგორ ახერხებს მთავრობა პანდემიის პირობებში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი შტატიანი და შტატგარეშე მოსამსახურეებისთვის ანაზღაურების ზრდას. "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი ეჭვობს, რომ საქმე ნეპოტიზმს ეხება.
"როგორ ახერხებს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა, რომ იზრდება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი შტატიანი და შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურება. წელსაც კი, პანდემიის პირობებში, 50 მილიონით გაიზარდა მათი ანაზღაურება. ეს არის ნეპოტიზმის ნიშნით დანიშნული ადამიანები. განსაკუთრებით, ნახტომისებური გაზრდა შტატგარეშე მოსამსახურეების არჩევნების წინა პერიოდში ხდება. ეს თანაბრად ხდება როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში.
როდესაც პანდემიის გამო, ონლაინ მუშაობის რეჟიმზე არიან გადასული თანამშრომლები, ამის ფონზე შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა. საინტერესოა ისიც, რომ კანონით გათვალისწინებული არ არის, თუ რა ვადით შეიძლება გყავდეს ასეთი თანამშრომელი. მე სწორედ ამაზე მქონდა კითხვა და იმედია დაინტერესდება ფინანსთა მინისტრი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე.