17 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ოპტიმისტური სცენარით, წელს მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოსცდება - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ლაშა ხუციშვილის მოსმენას ოპოზიცია სრული შემადგენლობით ესწრება. საგარეო ვალი, პანდემიის პირობებში ფინანსების მართვა, ფასების ზრდა და პენსია - ძირითადად ამ თემებით დაინტერესდნენ კანონმდებლები.

თავად ფინანსთა მინისტრმა კი საპარლამენტო ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ ოპტიმისტური სცენარით, წელს მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოსცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება.

"9.3 პროცენტამდე გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 20 პროცენტით გაიზარდა და გადააჭარბა კრიტიკულ - 60 პროცენტიან ნიშნულს.

ეკონომიკის სწრაფი აღდგენა უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგნოზებში წარმოვადგინეთ შემცირებული ფისკალური დეფიციტი 7.6-დან 7.1 პროცენტის დონემდე. იმავდროულად, ჩვენი ვალი უკვე 2021 წელს ჩამოსცდება 60 პროცენტიან ნიშნულს და 57 პროცენტი იქნება. ვალის შემცირება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და საბაზო სცენარში 2025 წლისათვის ველოდებით მშპ-სთან 53.5 პროცენტამდე ჩამოსვლას. კიდევ უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას იძლევა ოპტიმისტური სცენარი, რომლის მიხედვითაც უკვე წელს, მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50%-ს დაუახლოვდება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დღის ამბები