17 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
იმედგაცრუებული ვარ, რომ პანდემიის პირობებში ერთხელ არ გიხსენებიათ ქამრების შემოჭერა - ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს

ფინანსთა მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ლაშა ხუციშვილის მოსმენას ოპოზიცია სრული შემადგენლობით ესწრება. საგარეო ვალი, პანდემიის პირობებში ფინანსების მართვა, ფასების ზრდა და პენსია - კანონმდებლები ძირითადად ამ თემებით დაინტერესდნენ.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე 20 წუთია, რაც ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს. მთავარი, რაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ლაშა ხუციშვილისგან აინტერესებდათ, ეს პანდემიის პერიოდში გახარჯული ფინანსები იყო.

"ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, რომ ერთხელ არ გიხსენებიათ ქამრების შემოჭერა და ამ ერთწლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ," - ასე მიმართა "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს. 

გარდა ამისა, კითხვები შეეხო ქვეყნის საგარეო ვალსაც, პროდუქტებზე გაძვირებულ ფასებსა და ლარის გაუფასურებას. 

 

დღის ამბები