17 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
იმისთვის, რომ ნიკა მელია თან წინააღმდეგი იყოს ამნისტიის და შარლ მიშელის შეთანხმების, თან შეეხოს ამნისტია, დარაზმულია მთელი ოპოზიცია - მამუკა მდინარაძე

განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამნისტიის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ გააკეთეს, მმართველი პარტიისთვის საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.  "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა შეფასებით, თუ ვინმე არღვევს შარლ მიშელის შეთანხმებას, ეს, პირველ რიგში, მათი ოპონენტები არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ ვერსიას მხარი არ დაუჭირეს, რომელიც, მმართველი პარტიის თქმით, შეთანხმების სულისკვეთებას ყველაზე უკეთ ასახავს.

"მხოლოდ იმისთვის, რომ ნიკა მელია თან წინააღმდეგი იყოს ამნისტიის და შარლ მიშელის შეთანხმების და თან შეეხოს ამნისტია, დარაზმულია მთელი ოპოზიცია. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, პრინციპული საკითხია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომ თან ეწინააღმდეგებოდეს, ლანძღავდეს როგორც შეთანხმებას, ასევე ამნისტიას და თან ეს ეხებოდეს მას. კეთილი ინებოს, კი არ დაეთანხმოს, უბრალოდ პოზიციაც კი არ დააფიქსიროს - ამ შემთხვევაში შეეხება, ანუ მას ყველა ვარიანტში შეეხება იმიტომ, რომ მოუწევს წინააღმდეგობა აქტიური არ დააფიქსიროს და მოუწევთ მათ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მეორე მოსმენის დროს ოპოზიციამ მმართველი გუნდის ვერსიას მხარი არ დაუჭირა, რითიც მათ 19 აპრილის შეთანხმება დაარღვიეს. შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ მესამე მოსმენისთვის ოპოზიცია მოემზადება და ხმას მისცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაითვლება როგორც შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა.

შეგახსენებთ, "ამნისტიის კანონის" ოპოზიციის ვერსია პარლამენტმა ჩააგდო - დოკუმენტს კენჭი დღეს უყარეს, ოპოზიციის ვერსიას მხარი მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61 წინააღმდეგ წავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მუშაობა "ქართული ოცნების" კანონპროექტზე გაგრძელდება, რომელიც ორი მოსმენით უკვე განხილული და მიღებულია.

დღის ამბები