17 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
"არჩევნების შავი ფულით გაყალბება", "უტიფარი ტყუილია, მარტივად არ გატარდება" - დაპირისპირება "ღამის კურიერში"

კამათი "ღამის კურიერის" ეთერში - "რუსთავი 2-ის" ეთერში "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯაგალაძემ განაცხადა, რომ "ოცნება" არჩევნებს არალეგალური შავი ფულით აყალბებს, რასაც კამათი მოჰყვა მასსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გიორგი ამილახვარს შორის.

"არჩევნები ყალბდება არა არჩევნების დღეს მხოლოდ, ყალბდება არჩევნებამდეც, "ქართული ოცნება" არჩევნებს აყალბებს, ეს არ არის დასამალი, ყველამ უნდა იცოდეს, არალეგალური შავი ფულით, რომელიც არის დაახლოებით 50 მილიონი, რომელსაც იყენებს თავის 70 000 კოორდინატორზე," – აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ამილახვარმა ამ განცხადებას უტიფრობა უწოდა.

"აი მაგ ფაქტის დადასტურება შეგიძლია? ასე უტიფრად რომ იძახი მაგას? ვუზრდელობ კი არა, ისეთ ბრალდებას გვიყენებ, რომ 50 მილიონი შავი ფული... დამიდასტურე," - მიმართა გიორგი ამილახვარმა პაატა მანჯგალაძეს.

სიტყვიერი შელაპარაკებისას, "ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა პაატა მანჯგალაძეს მისი სიტყვების დამადასტურებელი მტკიცებულებების ჩვენება მოსთხოვა.

დღის ამბები