მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი "ნამახვანიჰესთან" დაკავშირებით მედიაციას იწყებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, "ნამახვანჰესის" აშენებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი პრობლემური საკითხების გამოვლენა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყება დაინტერესებულია პროცესი დიალოგის ფორმატში გადავიდეს.
"დაინტერესებული ვართ, რომ პროცესი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. საკითხების განხილვა მოხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება მთავარი საკითხების გამოვლენა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს.