დიდ ბრიტანეთში "დიდი შვიდულის" სამიტი დაიწყო. ელისაბედ მეორემ ლიდერებს ბოტანიკურ ბაღში უმასპინძლა. დედოფლის გარდა მიღებას ესწრებოდნენ პრინცი ჩარლზი მეუღლესთან ერთად, ასევე კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია.
პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენმა პირველი შეხვედრა გამართა დედოფალთან, რომელიც შეერთებული შტატების რიგით მე-13 პრეზიდენტია ელისაბედ მეორეს 69-წლიანი მმართველობის პერიოდში.
G7-ის სამიტი სამდღიანია, ამ ხნის განმავლობაში შტატების, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, იტალიისა და კანადის ლიდერები შეხვედრებს გამართავენ. სამიტზე სტუმრის სტატუსით იმყოფებიან ავსტრალიის, ინდოეთის, სამხრეთ კორეისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერებიც.
სამიტის მთავარი თემა პანდემიასთან ბრძოლა, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა, კლიმატის ცვლილებები იქნება. ვარაუდობენ, რომ განხილული იქნება რუსეთის საგარეო პოლიტიკაც.