გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელმაც არაერთხელ განაცხადა საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ მიწვევის და უკრაინისთვის გაწევრიანების სწრაფი გეგმის დაწესების შესახებ, საუბრობს წვრთნების გააქტიურების აუცილებლობაზე, საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით.
ჰოჯესი ამბობს, რომ რუსეთის იძულებისთვის, შეეცვალა ქმედებები, დასავლეთს ბევრი არაფერი გაუკეთებია.
"რუსები გაჩერდებიან მაშინ, როდესაც გააჩერებთ. ისინი არასოდეს იტყვიან, რომ საკმარისია და მეტი აღარ სურთ. რასაც ახლა ვუყურებთ, 2008 წელს დაწყებულის გაგრძელებაა, როდესაც საქართველოში შეიჭრნენ. ნახეს, რომ დასავლეთმა არაფერი გააკეთა და საქართველოს 20% ისევ ოკუპირებული აქვთ. არაფერი გაგვიკეთებია რუსეთის საქციელზე ზემოქმედებისთვის 2014 წლის შემდეგაც. NATO-ს უკეთესი რეაქცია ჰქონდა და შესწორებებზე იზრუნა.
ევროპულმა სანქციებმა შესაძლოა შეანელა რუსეთის მოდერნიზება, თუმცა არაფერი გაგკვიკეთებია, ისეთი ტკივილის მისაყენებლად, რომელიც საქციელს შეაცვლევინებდა,"-აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.