პუტინი-ბაიდენის შეხვედრამდე 4 დღე დარჩა - იქნება, თუ არა საქართველო განხილვის ერთ-ერთი თემა ჟენევაში. ოფიციალურმა ვაშინგტონმა თქვა, რომ მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, თუმცა არა პრინციპული საკითხების ხარჯზე.
ექსპერტები ვარაუდობენ რომ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები ისაუბრებენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, აგრესიულ ქმედებებზე უკრაინაში, კიბერთავდასხმებზე და ბირთვულ საკითხებზე. შეხვედრამდე პუტინმა NBC-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ შტატები-რუსეთის ურთიერთობები წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
პუტინმა ტრამპს არაჩვეულებრივი და ნიჭიერი პიროვნება უწოდა, ბაიდენს კი - კარიერისისტი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება წინამორბედისგან.
პუტინს ჟურნალისტმა ბაიდენის სიტყვებიც შეახსენა რა დროსაც შტატების პრეზიდენტმა კრემლის ლიდერს მკვლელი უწოდა.
"ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ წერტილამდე გაუარესდა.
ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არაჩვეულებრივი და ნიჭიერი პიროვნებაა, ბაიდენი კი - კარიერისიტი პოლიტიკოსი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ტრამპისგან.
რაც შეეხება იმ ფაქტს რომ ბაიდენმა მკვლელი მიწოდა -ყოველთვის რუსი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით ვხელმძღვანელობ და გარკვეული სახის იარლიყები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. ეს არ გამკვირვებია რადგან მსგავსი ბრალდებები ამერიკის კულუტურის ნაწილია,"- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.