17 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი - გიორგი ვაშაძე ცესკო-ში იმიტირებულ არჩევნებს ესწრება

ცესკოში იმიტირებული არჩევნები გრძელდება - პროცესს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. მათი განმარტებით, მთავარი მიზანი არჩევნების დროს ადამიანური ფაქტორის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით შეცვლაა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების გაყალბების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი. ვაშაძე აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ცვლილებისათვის არავის მიუღწევია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, პროცესში ტექნოლოგიური სიახლეების რეალიზება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.

"საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა დავნერგოთ ტექნოლოგიები, რომელიც გადაზღვეული იქნება უსაფრთხოების კუთხით.

დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში ამდენი ცვლილებისთვის არავის არ მიუღწევია. ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ მივაღწიეთ ამას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ტესტი ახლა იმიტომ ტარდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამის რეალიზება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ახალი სისტემების დანერგვა უბნის შიგნით გაყალბებას ფაქტობრივად გამორიცხავს.

დღის ამბები