დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში მესამე მე ტალღის პიკი გადავლილია, თუმცა სპეციალისტები ელოდებიან მეოთხე ტალღას, ამ ფონზე კი მასობრივი იმუნიზაციის გეგმისთვის მზადება დაწყებულია.
მოქალაქეების უმეტესობა დედაქალაქში იცრება, რეგიონებში იმუნიზაციის პროცესი ისევ ნელი ტემპით მიმდინარეობს. წახალისების მიზნით, ორჯერ აცრილი ადამიანებისთვის იქნება გარკვეული შეღავათები.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.
"დღეს, რომ 794 შემთხვევაა ეს არ არის ცოტა. უნდა დავიცვათ წესები, ზაფხულშიც უნდა ვისწავლოთ ჭკუა, კარგია ტურიზმი კარგია ეკონომიკის გახსნა, მაგრამ წესრიგი უნდა დავიცვათ,"- აღნიშნა გამყრელიძემ.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსალოდნელ მეოთხე ტალღაზე საუბრობს.
"პიკს ჩამოვცდით, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა მაინც მნიშვნელოვანია. მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორიც მეორე და მესამე ტალღა იყო. დამიჯერეთ, სექტემბრისთვის საქართველოც იქნება ქვნებს შორის, რომელსაც მოსახლეობის 2/3-დი აცრილი ეყოლება,"- აღნიშნა ცერცვაძემ.