"ნამახვანჰესის" შესახებ მედიაციის პირველ შეხვედრის შედეგი ცნობილია - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.
"დღევანადელ შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე მოხდა შეთანხმება. 1) - ვაწარმოებთ რისკების შესწავლას, თუ გამოვლინდება რისკები, შევეცდებით ისინი აღმოვფხვრათ. 2) - როგორ არის შესაძლებელი რიონის ხეობაში სიტუაციის განმუხტვა - შევთანხმდით ბარიერების მოხსნაზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების გადაადგილების უზრუნველყოფაზე. 3) - ენერგო უსაფრთხოებაზე დოკუმენტის შემუშავება - მთავრობა განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას," - განაცხადა დირკ ბუშლემ თითქმის 9-საათანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და "რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენლები.