17 ნოემბერი 2024,   01:20
ვრცლად
14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იწყება - ვინ მოითხოვს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის მხარდაჭერას

NATO-ს სამიტისთვის ბრიუსელი ლურჯად განათდება, საქართველო კი მისგან მწვანე შუქს ელის. მრავალფეროვნება და ახალი სტრატეგია მიდგომებში იენს სტოლტენბერგმა უკვე დააანონსა და ისიც თქვა, რომ დრო შეიცვალა და ახლა, ახალ გამოწვევებზეა საზრუნავი. 

სტაბილურობა ყველა მოკავშირის სურვილია, თუმცა ამასთან ნატოში ჯერ არ არსებობს კონსენსუსი საქართველოსა და უკრაინისთვის "მაპის" მინიჭებაზე. რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად ბევრი ამ ნაბჯის გადადგმას არ ჩქარობს, თუმცა არავინ იცის რა მოულოდნელობებს შეიძლება გვპირდებოდეს საერთაშორიო პოლიტიკა ამერიკის განახლებული ლიდერობით.

მით უმეტეს, რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას კაპიტოლიუმშიც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

ამერიკელი გენერალი, ბენ ჰოჯესიც უკვე დიდი ხანია საქართველოსთვის მაპს ითხოვს, ის თვლის, რომ რუსეთის პოლიტიკის ცვლილებისთვის დასავლეთს ბევრი არაფერი გაუკეთებია და ახლა მოქმედების დრო დადგა. რადგან რუსეთს სხვანაირი ენა არ ესმის.

ნატოში არავინ უარჰყოფს, რომ კავკასია და შავი ზღვა ევროპული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ლოკაციებია და საქართველო ამ მხრივ მათი ერთერთი მთავარი დასაყრდენია. თუმცა გაჩნდა თუ არა ნატოში ცვლილებებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება და შეცვალეს თუ არა მიდგომები სკეპტიკოსმა სახელმწიფოებმა, სამიტის დღის წესრიგის მე-5 თავის განხილვისას გავიგებთ, სადაც ახლო პარტნიორების თემას წელს მათ გარეშე განიხილავენ.

დღის ამბები