19 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
მკვლელობა ხარფუხში - გარდაცვლილის დედამ იცის ვინ არიან ძმები, რომლებმაც მისი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს

რა გახდა ხარფუხში მომხდარი მკვლელობის მიზეზი - პოლიცია ამ დრომდე ეძებს ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით ახალგაზრდებს მრავლობითი ჭრილობები ძმასთან ერთად მიაყენა. სისხლიან გარჩევას 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

დღეს მოკლულის დედა "კურიერთან პირველ" კომენტარს აკეთებს. ქალი წარსულში არსებულ დაპირისპირებას გამორიცხავს.

რაფაელ კარაევის დედამ იცის შვილი ვინ მოუკლა, ახლა კი კანონის სრული სიმკაცრით მათ დროულად დასჯას მოითხოვს. ქალი ყვება, რომ მისი შვილი თანაკლასელებთან ერთად, ხარფუხის დასახელებაში მეგობრის სახლის ეზოში იმყოფებოდა. მოკლულის დედა ირწმუნება რომ რაფაელ კარაევს და მის მეგობრებს მოულოდნელად თავს დაესხნენ. ძმები შამოევები და ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. 

მრავლობითი ჭრილობები რაფაელ კარაევის გარდა კიდევ რამდენიმე პირს მიაყენეს. ჩხუბში მონაწილე სამი მამაკაცი საავდმყოფოში ხანგრძლივ მკურნალობის კურსს გადიოდა. სისხლიანი გარჩევის შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცებს, სწორედ ძმები შამოევები გაუსწორდნენ, სამართალდამცველების მისვლამდე მათ შემთხვევის ადგილი დატოვეს და მიიმალნენ. გამოძიებამ ერთ-ერთ ძმას ბრალი დაუსწრებლად განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა, მისი დაკავება საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხერხდა, შინაგან საქმეთა სამინიტროს ოფიციალური ინფორმაციით ერთ-ერთი ბრალდებული, სასომხეთის პოლიციამ ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის შედეგად ერევანში დააკავა და ახლა ექსტრადიციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს, სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება მეორე ძმის დასაკავებლად.

ფიზიკური ანგარიშწორება, დედაქალაქის ძველ უბანში ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. მომხდარის დეტალებზე თვითმხილველები არ საუბრობენ, თუმცა ფაქტს ადასტურებენ და ყვებიან რომ დანაშაული იმდენად მოულოდნელად მოხდა რომ მანამდე ჩხუბი ან რაიმე ხმაური არ გაუგიათ. კურიერის ინფორმაციით, დაპირისპირებაში 15 მდე პირი მონაწილეობდა, ოფიციალურად დანაშაულის მოტივი ამ დრომდე არ ვრცელდება, თუმცა არსებობს ვერსია რომ ახალგაზრდები წარსულში მშობლებს შორის დაწყებული დავის გამო დაუპირისპირდნენ.

კურიერი დღეს ჩხუბში მონაწილე ძმები შამოევების სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა ბრალდებულების ოჯახის წევრები კამერებთან არ გამოჩენილან, მეზობლები კი ძმების წარსულზე ან ბრალეულობაზე საუბარს თავს არიდებენ.

სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები ხარფუხის დასახლებაში ამ დრომდე გრძელდება, იკითხებიან მოწმეები და ის პირები ვისაც სისხლიანი გარჩევის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია აქვთ. ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ ერთი ძმა და ისიც სომხეთში - მეორეს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს

დღის ამბები