17 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
რას უნდა ელოდოს საქართველო NATO-ს სამიტიდან - 30 მოკავშირე, 2030 წლის სტრატეგიაზე, 2 დღეში იმსჯელებს

2 დღეში, ბრიუსელში, 30 მოკავშირე ნატოს სამიტზე შეიკრიბება და 2030 წლის სტრატეგიაზე იმსჯელებს. შეხვედრას საქართველო განსაკუთრებულად ელოდება, წინასწარი მოლოდინები დადებითია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ 14 ივნისს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები ყურადღებას განსაკუთებით რამდენიმე მიმართულებით გაამახვილებენ.

ვარაუდია, რომ მხარდაჭერა საქართველოს მისამართით კიდევ ერთხელ გაჟღერდება და აღინიშნება ის საფრთხეებიც, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.

ნატოში ინტეგრაცია, რომ საქართველოს უმთავრესი მიზანია ქართველი პოლიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან. ოპოზიცია და მმართველი გუნდი სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამბობს რომ ეს ის თემაა, რაზეც ოპონენტები საერთო შეხედულებებზე უნდა შეჯერდნენ. თუმცა ოპოზიცია მმართველი გუნდს მაინც აკრიტიკებს.ა

სწორედ მომავალი სამიტი იყო ის მთავარი საკითხი, რაც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებმა დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან განიხილეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მისი სურვილი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით უფრო აქტუალური უნდა გახადოს.

ქართული ოცნება სამიტის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნატოსკენ საქართველო უფრო და უფრო წინ მიიწევს. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული დაპირება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, აუცილებლად შესრულდება.

სამიტი, რომ სამომავლოდ საქართველოზე დადებითად აისახება, დარწმუნებულია ნატოში საქართველოს ელჩი. 

დღის ამბები