17 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოსაგვარებლად საქართველოს ჩართულობით წარმატებულ მოლაპარაკებას უცხოური მედია ეხმაურება

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ტყვეების გაცვლის პროცესები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია - წარმატებულ მოლაპარაკებას საქართველოს ჩართულობით ფრანგული მედია ეხმაურება.

როგორც "ლე ფიგარო" წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის რუკა და ინფორმაცია ნაღმების არსებობის შესახებ, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

"სამხრეთ კავკასიის რეგიონში, უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა," - წერს გამოცემა.

France 24-ის ცნობით კი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული გარიგება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით განხორციელდა. სომხეთმა საქართველოს შუამავლობით დაუბრუნა 15 ტყვე, აზერბაიჯანმა კი მიიღო რუკა იმ ტერიტორიების, სადაც დაახლობით 100 ათასი ნაღმია განთავსებული.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ტყვეების გაცვლაზე წერს თურქული გამოცემებიც, სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის, შარლ მიშელის ჩართულობით, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევასა და აღსრულებაში მნიშვნელოვანი როლი ოფიციალურმა თბილისმა შეასრულა.

"ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც განახორციელა ჰუმანიტარული მედიატორის როლი მილაპარაკებაში," - ინფორმაციას ესპანურენოვანი გამოცემებიც ავრცელებენ.

"ევროპაპრესი", "ელ მუნდო", "ელ პაისი" და სხვა მედიაორგანიზაციები წერენს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მოლაპარაკებების პროცესში.

დღის ამბები